saqarTvelos qedebi - naqeralis qedi
კახეთის კავკასიონის სამხრეთი განშტოება, მდინარეების სტორისა (ალაზნის მარცხენა შენაკადი) და ალაზნის წყალგამყოფი. აგებულია ქვედა და შუაიურული ასპიდური ფიქლებითა და თიხაფიქლებით, ქვიშაქვებითა და არკოზული ქვიშების ლინზებით. ჩრდილოეთი მონაკვეთის დასავლეთი კალთა ინტენსიური გამოფიტვა-გადარეცხვის ობიექტია. დასერილია მრავალრიცხოვანი მდინარეების ვიწრო ხევებით. ჩრდილოეთ კალტაზე მყინვარული ფორმბი - ცირკებია. თხემური ზოლი და ჩრდილოეთი მონაკვეთის კალთები შემოსილია სუბალპური და ალპური ბალახეულით, დანარჩენი კალთები - ფოთლოვანი ტყით, სადაც ჭარბობს წიფელი.